GEO  RUS  ENG  
დაგვიკავშირდით:
(+995 32) 229 22 22
 
 
 
 
 
 
საბანკო ბარათების გამოყენების უსაფრთხოების ზომები
 
 
    საბანკო ბარათების გამოყენების უსაფრთხოების ზომები    
 
 

ამ რეკომენდაციების დაცვა, რომლებიც მოყვანილია მოცემულ ქვეთავში, საშუალებას მოგცემთ უზრუნველყოთ საბანკო ბარათის, მისი რეკვიზიტების, პინ-კოდის და სხვა მონაცემების მაქსიმალური დაცულობა, რაც ასევე შეამცირებს საბანკო ბარათის ბანკომატებში, სავაჭრო ობიექტებში და ინტერნეტში გამოყენებისას არსებულ რისკებს.

 


ზოგადი რეკომენდაციები

  

    1. არასდროს არ შეატყობინოთ პინ-კოდი მესამე მხარეს;

  1. პინ-კოდი უნდა იქნეს დამახსოვრებული. იმ შემთხვევაში თუ პინ-კოდის დამახსოვრება რთულია, მისი შენახვა უნდა მოხდეს ბარათისგან განცალკევებით მესამე პირებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას;
  2. არასდროს არ გადასცეთ საბანკო ბარათი გამოსაყენებლად მესამე პირებს. მხოლოდ იმ პიროვნებას აქვს ბარათით სარგებლობის უფლება ვისი გვარი და სახელიც დატანილია საბანკო ბარათზე;
  3. ბარათის მიღებისას ხელი მოაწერეთ ბარათის უკანა მხარეს ამისათვის განკუთვნილ სპეციალურ ველში. აღნიშნული შეამცირებს თქვენი თანხმობის გარეშე ბარათის გამოყენების რისკს მისი დაკარგვის შემთხვევაში;
  4. გამოიჩინეთ ყურადღება ბარათის შენახვის და გამოყენების დროს. არ მოაქციოთ ბარათი მექანიკური, ტემპერატურული და ელექტრომაგნიტური ზემოქმედების ქვეშ, ასევე თავი აარიდეთ მასზე ტენიანობის მოხვედრას, არ შეინახოთ საბანკო პლასტიკური ბარათი მობილურ ტელეფონთან, და სხვა ელექტრონულ მოწყობილობებთან ერთად.          
  5. ბარათის ემიტენტი ბანკის ტელეფონის ნომერი მითითებულია ბარათის უკანა მხარეს. აუცილებელია ყოველთვის თან იქონიოთ ემიტენტი ბანკის საკონტაქტო მომაცემები და ბარათის ნომერი. სასურველია ისინი შენახულ იქნას ბლოკნოტში, მობილურ ტელეფონში და ინფორმაციის სხვა მატარებელზე, მაგრამ არა პინ-კოდთან ერთად;
  6. არავის არ შეატყობინოთ თქვენი ბარათის პერსონალური მონაცემები, მათ შორის, ბანკის თანამშრომელსაც კი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა შესაბამისი თხოვნა. დაუკავშირდით ბარათის ემიტენტ ბანკს და შეატყობინეთ მას აღნიშნული ფაქტის შესახებ;
  7. არ არის რეკომენდირებული უპასუხოთ ელექტრონულ წერილებს, მათ შორის, ისეთებს, რომლებიც მიღებულია ბარათის ემიტენტი ბანკის სახელით, რომელიც მოითხოვს პერსონალური მონაცემების გადაცემას. არ მიყვეთ წერილში აღნიშნულ შესაბამის „ბმულებს“, მათ შორის, მითითებას ბანკის ვებ-გვერდზე;
  8. ბანკთან ინფორმაციული ურთიერთობისათვის რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს კავშირის შემდეგი საშუალებები  (მობილური და სტაციონარული ტელეფონი, ფაქსი, ინტერაქტიული ვებ-გვერდი, ჩვეულებრივი და ელექტრონული ფოსტა და ა.შ.), რომლებიც დაფიქსირებულია ბანკის მიერ გადმოცემულ დოკუმენტებში;
  9. დაიმახსოვრეთ, რომ პინ-კოდის, პერსონალური მონაცემების გამჟღავნების ან ბარათის დაკარგვის შემთხვევაში, არსებობს თქვენს საბარათე ანგარიშზე არსებული თანხების არამართლზომიერი გამოყენების რისკი მესამე პირების მხრიდან. იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ეჭვი, რომ გამჟღავნდა პინ-კოდი, ან პერსონალური მონაცემები, ან დაკარგეთ საბანკო ბარათი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს არამართლზომიერი მოქმედებები თქვენს ანგარიშზე, აუცილებელია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ ბარათის ემიტენტ ბანკს და იმოქმედოთ ბანკის თანამშრომლის მითითებების შესაბამისად. ბანკში შესაბამისი შეტყობინების დაფიქსირებამდე თქვენს თავზე იღებთ ბარათის არასანქცირებული გამოყენების რისკს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი საბარათე ანგარიშიდან თანხების არასანქცირებულად ჩამოჭრა. იმ თანხების დაბრუნება, რომლებიც ჩამოჭრილ იქნა აღნიშნულ შეტყობინებამდე ბანკის მიერ არ ანაზღაურდება. 

 

საბანკო ბარათით ბანკომატში ოპერაციების ჩატარებისას არსებული რეკომენდაციები  

 

  1. ოპერაციები ჩაატარეთ იმ ბანკომატებით, რომლებიც განთავსებულია უსაფრთხო ადგილებში (მაგ.: სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკის ოფისები, მსხვილი სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები, აეროპორტები და ა.შ);
  2. არ გამოიყენოთ მოწყობილობები, რომლებიც ითხოვენ პინ-კოდის შეყვანას რათა დაშვებულ იქნათ იმ ოთახში სადაც განთავსებულია ბანკომატი;
  3. იმ შემთხვევაში თუ ბანკომატთან იმყოფებიან გარეშე პირები, სასურველია ბანკომატი გამოიყენოთ მოგვიანებით ან გამოიყენოთ სხვა ბანკომატი;
  4. ბანკომატის გამოყენებამდე დაათვალიერეთ, ხომ არ არის ბანკომატზე რაიმე დამატებითი მოწყობილობა, რომელიც არ შეესაბამება მის კონსტრუქციას ან განთავსებულია უშუალოდ პინ-კოდის ასაკრეფ პანელზე ან ბარათის მოსათავსებელ ღარზე. აღნიშნულ შემთხვევაში თავი შეიკავეთ ბანკომატის გამოყენებისგან;
  5. იმ შემთხვევაში თუ კლავიატურა ან ბარათის მოსათავსებელი ადგილი აღჭურვილია დამატებითი მოწყობილობით, თავი შეიკავეთ ბარათის გამოყენებისგან და შეატყობინეთ ბანკის თანამშრომელს აღნიშნული ეჭვის შესახებ ტელეფონზე, რომელიც მითითებულია ბანკომატზე;
  6. არ გამოიყენოთ ფიზიკური ძალა ბანკომატში ბარათის მოსათავსებლად. იმ შემთხვევაში თუ ბანკომატში ბარათი არ თავსდება, თავი შეიკავეთ ასეთი ბანკომატის გამოყენებისგან;
  7. პინ-კოდი აკრიფეთ ისეთნაირად, რომ იმ პირებმა რომლებიც იმყოფებიან თქვენთან ახლოს ვერ შეძლონ მისი ნახვა. პინ-კოდის აკრეფისას კლავიატურას მოაფარეთ ხელი;
  8. იმ შემთხვევაში, თუ ბანკომატი არასწორად მუშაობს (მაგ.: დიდი ხანი იმყოფება ლოდინის რეჟიმში, თავისთავად იტვირთება), საჭიროა უარი თქვათ ბანკომატის გამოყენებაზე დააჭიროთ ღილაკს „გაუქმება“ და დაელოდოთ საბანკო ბარათს;
  9. ბანკომატიდან ნაღდი ფულის მიღების შემდეგ საჭიროა თანხა დაითვალოთ ფურცლობრივად, ასევე დარწმუნდით რომ ბანკომატმა საბანკო ბარათი დაგიბრუნათ, დაელოდეთ ქვითარს (თუ ასეთი მოთხოვნა გქონდათ გაკეთებული)  შეინახეთ ისინი შესაბამის ადგილას და მხოლოდ ამის შემდეგ დატოვეთ ბანკომატი;
  10. ბანკომატის ქვითარი საჭიროა შენახულ იქნას, რათა შემდგომ შეძლოთ მისი შედარება საბანკო ბარათის ანგარიშის ამონაწერთან;
  11. არ მიიღოთ მესამე პირის რჩევები და დახმარება საბანკო ბარათით ბანკომატში ოპერაციის ჩატარებისას;
  12. იმ შემთხვევაში თუ საბანკო ბარათით ბანკომატში ოპერაციის ჩატარებისას ბანკომატი არ აბრუნებს საბანკო ბარათს, საჭიროა დაუკავშირდეთ ბანკს ტელეფონზე, რომელიც მითითებულია ბანკომატზე და შეატყობინოთ აღნიშნულის შესახებ, ასევე საჭიროა დაკავშირება მოხდეს ბარათის ემიტენტ ბანკთან და იმოქმდოთ ბანკის თანამშრომელის მითითების შესაბამისად.

 

საბანკო ბარათით სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში

ოპერაციების ჩატარებისას არსებული რეკომენდაციები  

 

  1. არ გამოიყენოთ საბანკო ბარათი იმ სავაჭრო და მომსახურების ობიექტებში რომელიც ნდობას არ იწვევს;
  2. ოპერაციის ჩატარება მოითხოვეთ მხოლოდ თქვენი თანდასწრებით. აღნიშნული აუცილებელია თქვენი პერსონალური მონაცემების არამართლზომიერი გამოყენების რისკის შესამცირებლად;
  3. ბარათის გამოყენებისას სავაჭრო და მომსახურების ობიექტში მოლარეს უფლება აქვს მოითხოვოს საბანკო ბარათი, ბარათის მფლობელის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქვითარზე ხელმოწერის დაფიქსირება ან პინ-კოდი შეყვანა. პინ-კოდის შეყვანის წინ დარწმუნდით რომ პირები რომლებიც თქვენთან ახლოს არიან ვერ შეძლებენ მის დანახვას. აუცილებლად შეამოწმეთ ქვითარზე მითითებული თანხა სანამ დააფიქსირებთ ხელმოწერას ქვითარზე;
  4. იმ შემთხვევაში თუ გადახდის ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა, საჭიროა შეინახოთ შესაბამისი ქვითარი, რათა გადამოწმდეს ბანკის ამონაწერი, ხომ არ მოხდა აღნიშნული თანხის ჩამოჭრა თქვენი საბარათე ანგარიშიდან;

 

საბანკო ბარათით ინტერნეტით ოპერაციების

ჩატარებისას არსებული რეკომენდაციები

 

  1. არ გამოიყენოთ პინ-კოდი საქონლის ან მომსახურების შესაძენად ინტერნეტით, ტელეფონით/ფაქსით;
  2. არ გასცეთ საბანკო ბარათის შესახებ პერსონალური მონაცემები ინტერნეტის ქსელის მეშვეობით, მაგ.: პინ-კოდი, ბანკის რესურსებთან წვდომის პაროლები, ბარათის მოქმედების ვადა, საკრედიტო ლიმიტები, ოპერაციების ისტორია და სხვა პერსონალური მონაცემები;
  3. საბანკო ანგარიშიდან თანხების არამართლზომიერი ჩამოჭრის თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია ინტერნეტ-გადახდებისათვის გამოყენებულ იქნას ცალკე საბანკო ბარათი;
  4. ოპერაციების განსახროციელებლად საჭიროა გამოყენებულ იქნას მხოლოდ ცნობილი და გამოცდილი ორგანიზაციების ინტერნეტ-გვერდები;
  5. აუცილებლად დარწმუნდით ინტერნეტ-გვერდების სისწორეში, ვინაიდან ხშირ შემთხვევაში ინტერნეტ-გვერდი, რომელზეც შედიხართ და აპირებთ გადახდის განხორციელებას, წარმოადგენს ორიგინალი გვერდის კოპირებულ ვერსიას, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნას არამართლზომიერი მოქმედებებისთვის;
  6. გადახდების განხორციელება ინტერნეტით რეკომენდირებულია მოხდეს მხოლოდ საკუთარი კომპიუტერიდან, რათა მოხდეს პერსონალური საბანკო ინფორმაციის დაცვა. იმ შემთხვევაში, თუ გადახდა განხორციელდა სხვა კომპიუტერით, არ არის რეკომენდირებული მასში პერსონალური ინფორმაცის შენახვა. ოპერაციების დასრულების შემდეგ დარწმუნდით, რომ პერსონალური და სხვა ინფორმაცია არ იქნა შენახული (ამისათვის თავიდან ჩატვირთეთ სავაჭრო გვერდის ვებ-ბრაუზერი, რომელზეც განხორციელდა გადახდის ოპერაცია);
  7. საკუთარ კომპიუტერზე დააყენეთ ანტივირუსი და განახორციელეთ მისი რეგულარული განახლება. ასევე რეკომენდირებულია განახლდეს სხვა არსებული პროგრამული პროდუქტები (საოპერაციო სისტემა და დამხმარე პროგრამები). აღნიშნული დაგიცავთ ზიანის მომტანი პროგრამული უზრუნველყოფისაგან.
 
 
 
  ვალუტის კურსი  
 
 
     ყიდვა გაყიდვა სებ  
  USD 2.6620 2.7700 2.7303  
  EUR 2.7610 2.9200 2.8649  
  GBP 3.2275 3.4320 3.3574  
  RUB 0.0409 0.0463 4.5443  
  AZN 1.0500 1.5500 1.5136  
თარიღი
22.11.2019
 თბილისი  ბაქო
 
დატოვეთ შეტყობინება

rrr

საიტის რუკა
 
 
 
კლიენტთა მომსახურების ცენტრალური ოფისი
ბოჭორმის ქ. 18, 0144, თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი: (+995 32) 229 22 22
საავტორო უფლეფები დაცულია
© 2006-2013 აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო
 
 
Created By Intellcomgroup