GEO  RUS  ENG  
დაგვიკავშირდით:
(+995 32) 229 22 22
 
 
 
 
 
 
ბანკის შესახებმისია
 
 
    მისია    
 
 

სს "აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო"-ს (ბანკი "ასბ - საქართველო") საქმიანობის ძირითად მიზანს წარმოადგენს აზერბაიჯანული კაპიტალის პერსპექტიულ ქართულ ბაზარზე გასვლა და პოზიციების გამყარება, ასევე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი მრავალმხრივი გაღრმავების ხელშეწყობა სახელმწიფოთაშორისი პროგრამების შემუშავებით, ერთობლივ პროექტებში მონაწილეობით, აზრბაიჯანულ-ქართული თანამშრომლობის პოტენციური მონაწილე საწარმოების ეკონომიკური და ტექნიკური მხარდაჭერით. გარდა ამისა, ბანკ "ასბ - საქართველო"-ს დაგეგმილი აქვს აქტიური მონაწილეობა მიიღოს სადაზღვევო და სალიზინგო ბიზნესში. 

ბანკი "ასბ - საქართველო" ცდილობს ჩამოაყალიბოს და სრულყოს თანამედროვე სტანდარტებზე აგებული საბანკო მომსახურეობის სისტემა. 

ბანკი "ასბ - საქართველო"-ს ერთ-ერთ სტრატეგიას წარმოადგენს საკრედიტო და სადეპოზიტო ხაზების დიფერენცირება, რაც უფრო ეფექტიანად დააკმაყოფილებს მოსახლეობის სხვადასხვა სოციალური ფენის მოთხოვნებს. 

საწყისი ინვესტიციებისა და მოზიდული საკრედიტო საშუალებების გათვალისწინებით დღეისათვის ბანკ "ასბ - საქართველო"-ს საქართველოს საბანკო სექტორში უცხოურ ბანკებს შორის ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია. 

ბანკი "ასბ - საქართველო"-ს კლიენტთა ძირითად ბაზას წარმოადგენენ მსხვილი ქართული კომპანიები, მათ შორის უცხოური კაპიტალის მონაწილეობით, აგრეთვე, როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირები. 

ბანკი "ასბ - საქართველო" ინტენსიური საკრედიტო პოლიტიკის ანალიზისა და მონიტორინგის საფუძველზე გეგმავს კლიენტთა რიცხვის მნიშვნელოვან გაფართოებასა და საკრედიტო პორტფელის გაზრდას. 

ბანკ "ასბ - საქართველო"-ს წარმატებულ წინსვლას განაპირობებს ის გარემოებაც, რომ ბანკი "ასბ - საქართველო" აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი იძლევა უწყვეტი კავშირის საშუალებას ღსს “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ”-თან ბაქოში

საბანკო პროგრამა “ბანკი-კლიენტის” გამოყენებით ბანკი "ასბ - საქართველო"-ს კლიენტები საბანკო ოპერაციებს დამოუკიდებლად აწარმოებენ ბანკი "ასბ - საქართველო"-ს ოფისებში მოუსვლელად

ბანკი "ასბ - საქართველო"–ს სისტემაში შედის ორი ოფისი, რომელთაგან ერთი წარმოადგენს კლიენტთა მომსახურების თანამედროვე სერვის ცენტრს, ხოლო მეორე – ბანკის ადმინისტრაციულ ოფისს. 

უახლოეს პერსპექტივაში, ბანკი "ასბ - საქართველო" გეგმავს ფილიალების გახსნას საქართველოს სამხრეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობის არსებით ნაწილს აზერბაიჯანული ეთნოსი წარმოადგენს.

 
 
 
  ვალუტის კურსი  
 
 
     ყიდვა გაყიდვა სებ  
  USD 2.6620 2.7700 2.7303  
  EUR 2.7610 2.9200 2.8649  
  GBP 3.2275 3.4320 3.3574  
  RUB 0.0409 0.0463 4.5443  
  AZN 1.0500 1.5500 1.5136  
თარიღი
15.11.2019
 თბილისი  ბაქო
 
დატოვეთ შეტყობინება

rrr

საიტის რუკა
 
 
 
კლიენტთა მომსახურების ცენტრალური ოფისი
ბოჭორმის ქ. 18, 0144, თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი: (+995 32) 229 22 22
საავტორო უფლეფები დაცულია
© 2006-2013 აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო
 
 
Created By Intellcomgroup