GEO  RUS  ENG  
დაგვიკავშირდით:
(+995 32) 229 22 22
 
 
 
 
 
 
სიახლეები
 
 
    2016 წლის 10 ნოემბერს საქართველოს საუკეთესო ბიზნეს-კომპანიის და ბიზნესმენის რიგით XVIII დაჯილდოების ცერემონიაზე აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი-საქართველო რამოდენიმე ნომინაციის გამარჯვებული გახდა.    
 
 

მედია ჰოლდინგი Georgian Times  და საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების კომპანია GORBI ბიზნეს რეიტინგს 1995 წლიდან ატარებს. ბიზნეს რეიტინგის ღონისძიების ფარგლებში ჩატარდა ინვესტორთა დაჯილდოება Investment Awards, რომლის მიზანია წარმოაჩინოს და პოპულარიზაცია გაუწიოს ინვესტორებს. წლის საუკეთესო ინვესტორი გარდამავალი ჯილდოთი დაჯილდოვდა. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა -საქართველო დაიმსახურა ჯილდოები შემდეგ ნომინაციებში: საქმიანობის გამჭვირვალობა, მუდმივი პროგრესი და სრულყოფილი საბანკო სერვისები და სოციალური პასუხისმგებლობა. უნივერსალური, დინამიურად განვითარებადი ბანკი სანდოობის მაღალი ხარისხით და თანამედროვე სტანდარტებზე აგებული საბანკო მომსახურების სისტემით.

 

საუკეთესო კომპანიებისა და ბიზნესმენების გამოვლენაში დამოუკიდებელი ექსპერტები, ეკონომიკური პროფილის უწყებათა ხელმძღვანელები, ეკონომიკური პროფილის  ჟურნალისტები, კონსალტინგური კომპანიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფონდების, სოციოლოგიური კვლევების სამსახურები ღებულობენ მონაწილეობას.

 

აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ საქართველოს ერთ-ერთი  წამყვანი პოზიცია უკავია ქვეყნის საბანკო სექტორში. ბანკი „ასბ - საქართველო“-ს კლიენტთ ძირითად ბაზას წარმოადგენენ როგორც რეზიდენტი ასევე არარეზიდენტი მსხვილი კორპორატიული კლიენტები. ახალი საცალო პროდუქტების დანერგვით, ბანკი „ასბ - საქართველო“ აპირებს კლიენტთა ბაზის მნიშვნელოვან გაფართოებას.

 

 

დაჯილდოების შემდეგ სამადლობელი სიტყვა წარმოთქმა „ასბ - საქართველო“-ს გენერალურმა მენეჯერმა - ემილ აბასბეილმა :  „დიდი მადლობა! პირველ რიგში მინდა მივულოცო ყველა ნომინანტს, განსაკუთრებით კი გამარჯვებულებს ღირსეული და  დამსახურებული წარმატებისთვის. აქვე მინდა გადავუხადო მადლობა ორგანიზატორებს ამ შესანიშნავი ღონისძიების ჩატარებისთვის. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკ-საქართველოსთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება. ასეთ პატივსაცემი ექსპერტთა წრის აღიარება, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენი ბანკის მნიშვნელობას ორი მოძმე ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში. აზერბაიჯანის ბანკი საქართველო - მოაწერე ხელი   წარმატებას“.

 

Award


 
 
 
  ვალუტის კურსი  
 
 
     ყიდვა გაყიდვა სებ  
  USD 2.6620 2.7700 2.7303  
  EUR 2.7610 2.9200 2.8649  
  GBP 3.2275 3.4320 3.3574  
  RUB 0.0409 0.0463 4.5443  
  AZN 1.0500 1.5500 1.5136  
თარიღი
08.12.2019
 თბილისი  ბაქო
 
დატოვეთ შეტყობინება

rrr

საიტის რუკა
 
 
 
კლიენტთა მომსახურების ცენტრალური ოფისი
ბოჭორმის ქ. 18, 0144, თბილისი, საქართველო
ტელ./ფაქსი: (+995 32) 229 22 22
საავტორო უფლეფები დაცულია
© 2006-2013 აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი - საქართველო
 
 
Created By Intellcomgroup